მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა

© AP Photo / Alvaro Barrientosვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამოწერა
სპეციალისტების განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება, თუმცა არა ისეთი, როგორსაც სპეციალისტები ელოდებიან.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებ-გვერდი Provax.ge შექმნა, ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ვებ-გვერდზე მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას:

  • რატომ უნდა ჩაიტარონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
  • როგორ უნდა დარწმუნდნენ ვაქცინის უსაფრთხოებაში;
  • რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება;
  • როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა;
  • უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები;
  • საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის. 

ასევე ვებ-გვერდზე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.

სამედიცინო აღჭურვილობა ბათუმის კოვიდკლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების შემთხვევები იზრდება: გამყრელიძე განმარტავს

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც.

ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

5 მაისიდან დაიწყო აგრეთვე პარლამენტისა და მთავრობის წევრების ვაქცინაცია. აცრა შეუძლიათ ასევე ტურისტულ და მასპინძლობის სექტორთან დაკავშირებულ პირებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს და კონტროლიორებს.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.

გამყრელიძე: ვაქცინირებულებმა ალკოჰოლი დალიეთ, ოღონდ ზომიერად>>

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0