კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.547-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 319.266-ს მიაღწია.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.547 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 907 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 141, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 117, იმერეთი – 115, ქვემო ქართლი – 77, კახეთი – 52, მცხეთა-მთიანეთი – 46, შიდა ქართლი – 43, გურია – 33, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
COVID-19 საქართველოში – 7 მაისის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 298.807-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 18 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.245-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16.188 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.354 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.504, აჭარაში – 521, იმერეთში – 428.

917 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 180 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 10, იმერეთში – 12. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 759 ადამიანი, მათ შორის 423 – თბილისში, 331 – აჭარაში. 11.075 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35.553 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27.134 პირი, აჭარაში – 2.283, იმერეთში – 1.127.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.547-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 319.266-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0