06:35 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
85 0 0

მანამდე ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს მიმართა თხოვნით, დახმარებოდა ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების საქმეში.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

დეკანოზის განცხადებით, პანდემიის დასრულება სწორედ ვაქცინაციის საშუალებით არის შესაძლებელი და მან მოქალაქეებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია, რათა ქვეყანა გაიხსნას და ჩვენ ისევ დავუბრუნდეთ კალაპოტს. ჩემმა მრევლმა ბევრმა გაიკეთა უკვე და მე, როგორც კი მომიწია, გავიკეთე ვაქცინა. ქვეყანაში ორჯერ აცრილებისთვის კოვიდ-შეზღუდვები ცოტა უნდა შეიცვალოს, რომ იყოს სტიმული. ეს იქნება დიდი ბიძგი“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი ჩაჩავამ.

მარტში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. თუმცა საპატრიარქომ ვაქცინაციის პროცესში ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროპაგანდა სამედიცინო პერსონალის კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა. 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები