საქართველოში საფლავებზე გასვლა ნებადართულია

© Sputnik / Alexander Imedashviliკუკიის სასაფლაო
კუკიის სასაფლაო - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
გამოწერა
ტრადიციულად, აღდგომის მეორე დღეს მართლმადიდებლები საფლავებზე გადიან, თუმცა უკვე მეორე წელია, კორონავირუსის პანდემიის გამო საფლავებზე გასვლა აკრძალული იყო.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საფლავებზე გასვლა 5 მაისიდან ნებადართულია.

მთავრობის დადგენილების თანახმად, ქვეყანაში 2–4 მაისის პერიოდში სასაფლაოებზე გასვლაზე შეზღუდვა მოქმედებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ აღდგომის დღეებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მობილობის შემცირების მიზნით მიიღო. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით. 

საბურთალოს სასაფლაო - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
საპატრიარქო: სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ საფლავების კურთხევა

დღეიდან სასაფლაოებთან მისასვლელ  გზებს საპატრულო პოლიცია აღარ აკონტროლებს.

ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. ტრადიციის მიხედვით, მათ თან პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობამ საქართველოს მასშტაბით 2–4 მაისის პერიოდში საფლავებზე გასვლა აკრძალა. გამონაკლისი მხოლოდ სასულიერო პირებისთვის დაიშვა, რომლებმაც საფლავები აკურთხეს.

გარდა საფლავებზე გასვლის შეზღუდვისა, საქართველოში 13 მაისამდე უქმეები დაწესდა და 3–12 მაისის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ყველა ახალი ამბავი
0