Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არც საჩუქარი გაუკეთებია“ – ნეკა დოროყაშვილი

© Photo: Neka Dorokashvili / FBნეკა დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
გამოწერა
ცნობილი ჩოგბურთელისა და მისი ყოფილი მეუღლის სკანდალური დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის საჯარო პოსტმა გააღიზიანა.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. მოდელი ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია და არც საჩუქარი გაუკეთებია მისთვის.

ამით ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის შვილის დაბადების დღის საჯარო მილოცვას გამოეხმაურა.

ნეკა დოროყაშვილი წერს, რომ მის ყოფილ ქმარს აღნიშნული პოსტი მხოლოდ სასამართლო პროცესების წინ პიარისთვის სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ წაართმევდა შვილს ბინას და გადაიხდიდა ალიმენტს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
„ჩემი ბიჭი 6 წლის გახ­და...“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
„ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“, – დაწერა ფოტოს კომენტარად ნეკა დოროყაშვილმა.

ცოტა ხნის წინ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სასამართლოში კიდევ ერთი, დამაზუსტებელი სარჩელი შევიდა. სარჩელის ავტორი მისი ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილია. 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი ჩოგბურთელისთვის ალიმენტის სახით სოლიდური თანხის დაკისრებას მოითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურად მიმდინარეობს ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. ბრალდების თანახმად, 2020 წლის 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილი 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0