Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ეკო ფანგანი შეყვარებულს აღარ მალავს – ნახეთ როგორ გამოიყურება ტელეწამყვანის რჩეული – ფოტო

© Facebook / Ekaterina Panganiეკო ფანგანი
ეკო ფანგანი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
გამოწერა
ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა სოციალური ქსელის მომხმარებლის კითხვებს უპასუხა და აღიარა, რომ შეყვარებულია და თავს ბედნიერად გრძნობს.

ტელეწამყვანმა ეკო ფანგანმა სულ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა უცნობ მამაკაცთან ერთად და შედეგმაც არ დააყოვნა - მისი „ფოლოვერების“ კითხვების უმრავლესობა სწორედ ამ მამაკაცს ეხება.

ეკომ მის ხელმოწერებს უპასუხა და აღიარა, რომ შეყვარებულია, თუმცა მისი ვინაობის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. ტელეწამყვანს აქტიურად ეკითხებიან, აპირებს თუ არა გათხოვებას, რაზეც მან ორაზროვანი პასუხი გასცა. ეკოს თქმით, გათხოვებას არ აპირებს, თუმცა წინასწარ არ გეგმავს არაფერს და შესაძლოა უბრალოდ დაპირების გარეშე გათხოვდეს.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა სილამაზის და თავის მოვლის ყველა ხრიკი იცის. მისმა სექსუალურმა ტანმა და ცეცხლოვანმა ფოტოებმა ბევრი მოწონება დაიმსახურა. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.

ახლა ვარსკვლავი ინფლუენსერობითაა გატაცებული. ბევრმა არ იცის, რომ ტელეწამყვანობისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რადიოწამყვანობასაც ახერხებს. პოპულარულ ტელეწამყვანს თავის მოვლა ძალიან უყვარს.

მოდური ჩაცმულობა, გემოვნებიანი აქსესუარები, მოხდენილი ღიმილი და შოკოლადისფერი რუჯი – ეს ყველაფერი საკმარისია, რათა მშვენიერი ეკო უფრო მიმზიდველი გახდეს. მის მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეოებს ბევრი გამოხმაურება მოსდევს.

ყველა ახალი ამბავი
0