17:31 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (306)
1834 0 0

ცნობილმა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში რომანტიკული ფოტო-ვიდეოები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მან დაბადების დღე საყვარელ მამაკაცთან ერთად გაატარა.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მაია ასა­თი­ა­ნი 3 მა­ისს 44 წლის გახ­და. რო­გორც ასა­თი­ა­ნის „ინ­სტაგ­რა­მის“ გვერ­დი­დან ვი­გებთ, მან და­ბა­დე­ბის დღე მშვიდ გა­რე­მო­ში, საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა, ხოლო ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა უამ­რა­ვი მი­ლოც­ვა მი­ი­ღო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მის მი­მართ კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი არ და­ი­შუ­რა. ფო­ტო­ებ­ზე ასა­თი­ა­ნი აუ­ზის პი­რას, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში პო­ზი­რებს. ის მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია, რაც ტე­ლე­წამ­ყვა­ნის გულ­შე­მატ­კივ­რებს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნი­ათ და კომ­პლი­მენ­ტე­ბით შე­ამ­კეს - „სუ­პერ ფორ­მა­ში ხარ“, „ულა­მა­ზე­სი და უსაყ­ვარ­ლე­სი ხარ“, „მიყ­ვარს ეს გოგო“, „სი­ტყვე­ბი არ მაქვს“.

რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­წამ­ყვა­ნის საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს, ჯერ­ჯე­რო­ბით ასა­თი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მის ვი­ნა­ო­ბას უმა­ლავს და ამ­ჯო­ბი­ნებს, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ჰქონ­დეს. მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ მხო­ლოდ ისეთ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სახე არ ჩანს.

მაია ასათიანი რომ შეყვარებულია, ამას რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ გაკეთებული განცხადებაც მოწმობს. მაშინ ტელეწამყვანმა თქვა, რომ რასაც მის პირად ცხოვრებაზე საუბრობდნენ მართალი იყო, უბრალოდ ამაზე საჯაროდ საუბარი არ სურს, რადგან ეს პირადი ცხოვრება მხოლოდ მისი არ არის.

„მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა მაშინ ტელეწამყვანმა.

თემები:
ქართველი სელებრითები (306)

მთავარი თემები