Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი ბიჭი 6 წლის გახ­და...“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

© AFP 2024 / CHRISTOF STACHEნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილის ერთადერთი ბიჭუნა ლუკასი 6 წლის გახდა. ასე მიულოცა ცნობილმა ჩოგბურთელმა მამამ ვაჟს დაბადების დღე.

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის შვი­ლი ლუ­კა­სი 6 წლის გახ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს და შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

„ჩემი ბიჭი 6 წლის გახ­და. მა­მი­კო, გი­ლო­ცავ“, – წერს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

ცნო­ბილია, რომ ბა­სი­ლაშ­ვილს ყო­ფილ ცოლ­თან ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­თან სკან­და­ლუ­რი დავა აქვს. ბა­სი­ლაშ­ვილ­სა და დო­რო­ყაშ­ვილს ერ­თა­დერ­თი ვაჟი ლუ­კა­სი ჰყავთ, რო­მე­ლიც დე­დას­თან იზ­რდე­ბა.

ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის გამარჯვებულია

ყო­ფილ­მა ცოლ­მა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რის შემ­დე­გაც ჩოგ­ბურ­თე­ლი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა ის სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. თა­ვად ბა­სი­ლაშ­ვი­ლი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს. საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა ჯერ არ გა­მარ­თუ­ლა.

2 მაისს საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგით 35-ე ადგილი) მიუნხენში АТР-250 სერიის ტურნირის გამარჯვებული გახდა. ბასილაშვილისთვის მიუნხენში მოპოვებული გამარჯვება მეხუთეა მისი კარიერის განმავლობაში და მეორე ATP ტურნირებში მიმდინარე სეზონში. მიუნხენში გამარჯვებამდე ბასილაშვილმა АТР-ს ოთხი ტიტული მოიგო: ორჯერ ჰამბურგში (2018, 2019), პეკინში (2018) და დოჰაში (2021).

ყველა ახალი ამბავი
0