20:25 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (649)
63 0 0

საქართველომ აპრილში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა მიიღო. დამატებით 500 ათას დოზას ქვეყანა ივნისი-ივლისში მიიღებს.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით ერთ-ერთი პირველი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აიცრა.

საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით მოქალაქეების აცრის პროცესი დღეიდან იწყება.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, Sinopharm-ით ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს. ვაქცინაციისთვის საჭიროა სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირება და ვიზიტის დაჯავშნა. ამასთან, მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15 22.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, რომ საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ დარეგისტრირდა 17.613 მოქალაქე.

როგორც „პირველი არხი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, Sinopharm-ით ვაქცინაციაზე იმუნიზაციის პროცესში ამჟამად ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადა იმუშავებს, ხოლო 5 მაისიდან დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება.

ტიკარაძე: ვაქცინაციის ეტაპი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იწყება>>

საქართველომ აპრილში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა მიიღო. დამატებით 500 ათას დოზას ქვეყანა ივნისი-ივლისში მიიღებს.

ჩინური Sinopharm და Sinovac ვაქცინებით ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ აცრილია 240 მილიონამდე ადამიანი.

ჩინური ვაქცინები ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია - ვაქცინების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო მეთოდია. ამ ტექნოლოგიით შექმნილია, მაგალითად, დიფტერიის, В ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველას და ტეტანუსის ვაქცინები.

Sinopharm-ის პრეპარატით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან დაიწყო

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 43 ათასზე მეტი ადამიანი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (649)

მთავარი თემები