21:06 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (294)
14345 0 0

ცნობილი მოცეკვავე შეცვლილი იმიჯით იწონებს თავს. ნახეთ, სავარაუდოდ, რა პროცედურები ჩაიტარა ჯულიანამ და როგორ გამოიყურება ახლა.

პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი პოპულარული სახე ჯულიანა ბარგნარი შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, გარდა იმისა, რომ მოცეკვავემ თმის ფერი შეიცვალა და ძველ ფერს - ყავისფერს დაუბრუნდა, სახეზეც გარკვეული პროცედურები ჩაიტარა. მოცეკვავემ, სავარაუდოდ, რინოპლასტიკას მიმართა და ტუჩებიც გაიდიდა.

ჯულიანა კოლეგა ოთო ფოლადაშვილთან ერთად პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გახდა ცნობილი. ისინი უკვე რამდენიმე წელია ერთად ცეკვავენ, სხვადასხვა შეჯიბრებასა თუ კონკურსზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ. არაერთი კარიერული წარმატება ერთობლივად აქვთ მოპოვებული.

ახალი საქმეც ერთად წამოიწყეს და საკუთარი საცეკვაო სტუდია გახსნეს. ცეკვიდან ბიზნესში გადაინაცვლეს. ახალ თაობას ერთად ზრდიან და წვრთნიან. საცეკვაო სტუდიას სახელიც შესაფერისი შეურჩიეს – OTo&Juliana Project.

View this post on Instagram

A post shared by OTo Poladashvili (@polada_)

პირად ცხოვრებაზე არც ერთი ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა ფოტოებით, გულშემატკივრებისა და მეგობრების კომენტარებიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ერთად არიან. მართალია, ყვითელ პრესას და ჟურნალისტებს თავს არიდებენ და დაწყებულ ურთიერთობას არ ამხელენ, მაგრამ ერთად ძალიან მიმზიდველად გამოიყურებიან.

თემები:
ქართველი სელებრითები (294)

მთავარი თემები