16:49 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (305)
808520

მას შემდეგ, რაც ირაკლი მაქაცარიამ შეყვარებული გამოაჩინა, ახალი წყვილის მიმართ საზოგადოების ყურადღება არ წყდება

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ამ და მის­მა რჩე­ულ­მა ლიზა ჩა­ჩუ­ამ აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლი ერ­თად აღ­ნიშ­ნეს. ორი­ვე მათ­გან­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლო­ბით მი­უ­ლო­ცა აღ­დგო­მა და ახა­ლი ფო­ტო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, წყვილ­მა დრო ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რა - ირაკ­ლის დას­თან, სი­ძეს­თან და დის­შვილ­თან ერ­თად.

ირაკ­ლი­სა და ლი­ზას ფო­ტო­ებს ფო­ტო­ებს უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა - „რო­გორ უხ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს“, „სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლი ხართ“, „თვალს და გულს უხა­რია თქვე­ნი და­ნახ­ვა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ კო­მენ­ტა­რებ­ში მათი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

უამრავი ქართველი თუ უკრაინელი ქალბატონის სასურველი მამაკაცის გული დაიპყრეს. ირაკლი მაქაცარიამ ფავორიტ ქალბატონთან ერთად პირველი ფოტო რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. საჯარო პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. უახლეს ფოტოკადრს ტელესახემ თბილი წარწერაც დაურთო. „ჩემი ცხოვრების სიყვარული“ - ამ ემოციური სიტყვებით იწყება წყვილის სასიყვარულო ისტორია. ირაკლი მაქაცარია მეორე ნახევარს აღარ მალავს.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

ქალბატონის ვინაობა უკვე ცნობილია. ლიზა ჩიჩუა განთქმული ოფთალმოლოგისა და ენდოკრინოლოგის შვილია. მისი მამა გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა - ქეთევან ასათიანი. გოგონა 19 წლისაა. წყვილს შორის 15-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ირაკლის ოფიციალურ გვერდზე ასეთი რეიტინგული პოსტი ჯერ არ გამოუქვეყნებია. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები არ წყდება.

თემები:
ქართველი სელებრითები (305)

მთავარი თემები