კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  509-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 312.954-ს მიაღწია.

 

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 509 შემთხვევიდან ყველაზე მეტი –  321 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ სამეგრელო - ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:  აჭარა - 68, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 38, კახეთი - 24, იმერეთი - 15, ქვემო ქართლი - 15, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი- 5, შიდა ქართლი - 4, გურია - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
COVID-19 საქართველოში – 3 მაისის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  1.200 პირი, ხოლო ჯამშიგამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 294.252 მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 12 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  4.163 -ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 14.513 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.114 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 2.298, აჭარაში - 483, იმერეთში - 416.

801 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 151 პირი, მათგან  თბილისში – 96, აჭარაში - 10, იმერეთში - 8. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია  790 ადამიანი, მათ შორის 457 - თბილისში, 305 - აჭარაში. 9.609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლოაჭარაში - 14.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33.612 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24.750 პირი, აჭარაში - 2.503, იმერეთში - 1.212.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  509-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 312.954-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0