20:52 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (441)
513 0 0

მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა გახმაურეულ სკანდალთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

ცოტა ხნის წინ წარმატებულმა ქართველმა მოდელმა, მარიშა ურუშაძემ თბილისის „მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის“ გადაღებებზე ქართველი მოდელების შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრა, რასაც შედეგად სოციალურ ქსელში მისი პირადი გვერდის დარეპორტება მოჰყვა და დღეს მარიშას ფოტოები „ინტაგრამზე“ აღარ იძებნება.

ამ ფაქტს გამოეხმაურა მოდელი თაკო ნაცვლიშვილი, რომელმაც საკუთარი გამოცდილების შესახებ „ინსტაგრამის“ სთორიში ისაუბრა: „ამ ბიზნესში ადამიანის უფლებების დარღვევა უნდა დასრულდეს! მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს. მათ ძალიან რთულ პირობებში ადეკვატრური ანაზღაურების გარეშე უწევთ მუშაობა. საქართველოში ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მოდელობა არ არის უბრალოდ ჰობი ან გართობა, ეს პროფესიაა, რომელიც შრომას მოითხოვს!“ - წერს თაკო.

თაკო ნაცვლიშვილი მარიშა ურუშაძის გვერდის ფოტოსაც აქვეყნებს და აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოდელი პრობლემაზე ხმამაღლა საუბრის გამო დაბლოკეს. როგორც თაკო წერს, მოდელების მიმართ უპატივცემულობა ორგანიზაციების მხრიდან ყველა ზღვარს გასცდა.

„ძალიან დიდი ხანის განმავლობაში ვიკავებდი თავს და არ ვლაპარაკობდი ღიად, თუ რა ხდება ლამაზი ჩვენებებისა და სურათების მიღმა. ყოველ სეზონზე გოგოებს გვიწევს სხვადასხვა პრობლემასთან შეჯახება. ამ სეზონმა გვაიძულა, გვესაუბრა პირობებზე, რადგან მოდელების მიმართ უპატივცემულობა ყველა ზღვარს გასცდა. უმეტეს შემთხვევაში, მთელი დღის განმავლობაში, საჭმლის გარეშე გვიწევს ყოფნა, არავინ გვეუბნება კონკრეტულ სამუშაო საათებს, სირცხვილია, ვახსენო საპირფარეშოს მდებარეობა და ანაზღაურება“ - ამბობს თაკო ნაცვლიშვილი.

როგორც აღმოჩნდა, იმის გამო, რომ მოდელებს კომენდანტის საათის დროს, ანუ ცხრა საათის შემდეგაც უწევთ მუშაობა, მაშინ, როცა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია, თუმცა მათ სახლში დაბრუნებაზე არავინ ზრუნავს: „გვიკეთებენ საშვს, მაგრამ ტრანსპორტს თავიანთ თავზე აღარ იღებენ და ეს ჩვენი მოსაგვარებელია“, - განმარტავს თაკო.

თაკო ნაცვლიშვილი „წარმატებას“ უსურვებს მათ, ვინც, მსგავსად მარიშა ურუშაძისა, მის გვერდსაც დაარეპორტებს. მოდელი წერს, რომ ის პატივს სცემს ორგანიზაციებსა და დიზაინერებს, თუმცა ყოველთვის იდგება სიმართლის მხარეს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს.

თემები:
ქართველი სელებრითები (441)

მთავარი თემები