ნინი ბადურაშვილის დამ ქეთო თოფურიძემ 22 წლის იუბილე საზღვარგარეთ, თურქეთის ქალაქ სტამბოლში აღნიშნა. ქეთო მეგობრებთან ერთად დაბადების დღე მხიარულად აღნიშნა.
View this post on Instagram
გოგონამ ფოტო და ვიდეოკადრები საკუთარ გამომწერებს გაუზიარა და უამრავი მილოცვაც მიიღო. "გილოცავ დაბადების დღეს, საუკეთესო და ხარ", - სწერს ნინი იუბილარს.
View this post on Instagram
ქეთოს დაბადების დღეზე წითელი, კლასიკური კაბა ეცვა და ძალიან დახვეწილად გამოიყურებოდა. „22, თავს კარგად ვგრძნობ“, - დაწერა ქეთომ საკუთარი ფოტოების გამოქვეყნებისას.
View this post on Instagram
როგორც ფოტოებიდან ჩანს, დაბადების დღეს ქეთოს ოჯახის წევრები არ ესწრებოდნენ. მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა „ინსტაგრამზე“ „სთორები“ მცხეთის აგარაკიდან დადო, სადაც ოჯახი აღდგომის დღესასწაულს ერთად აღნიშნავს.