06:19 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
142 0 0

ყველა ტაძარი იქნება ღია დილის 4 საათამდე, შეზღუდვის მოხსნამდე, რათა მორწმუნეებმა ლიტურგიის შემდეგ სახლში შეუფერხებლად მივიდნენ

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვა ღამის საათებში გადაადგილებაზე სააღდგომო ლიტურგიის გამო 21:00 საათის ნაცვლად დაიწყება 23:00 საათზე, და დასრულდება 05:00 საათის ნაცვლად 04:00 საათზე.

მაცხოვრის აღდგომა - ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მთავარი საეკლესიო დღესასწაულია. ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. ამ დღეს მორწმუნეები იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას, დაკრძალვას და შემდეგ სასწაულებრივ აღდგომას იხსენებენ.

ამ წუთებში საქართველოს ყველა ტაძარში მორწმუნეები ღამის წირვისთვის იკრიბებიან.

პანდემიის გამო ყველა ტაძარში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება.

ყველა ტაძარი იქნება ღია დილის 4 საათამდე, შეზღუდვის მოხსნამდე, რათა მორწმუნეებმა ლიტურგიის შემდეგ სახლში შეუფერხებლად მისვლა შეძლონ.

ტაძრებში დიდი შაბათის ღამიდან კვირის დილამდე წირვა მიმდინარეობს. ამ დროს ეკლესიები სავსეა მორწმუნეებით. დილამდე ტაძრებში რჩებიან ძირითადად ისინი, ვინც მარხვას იცავდა და ემზადება ზიარებისთვის, დანარჩენები ელოდებიან წმინდა ცეცხლის მობრძანებას, რათა ის სახლში მიიტანონ.

მთავარი თემები