08:02 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
169 0 0

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, 2-დან 4 მაისის ჩათვლის სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა. აღნიშნულ პერიოდში სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია გააკონტროლებს.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. ქვეყნის მასშტაბით 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოზე მისული პირები 2000 ლარით დაჯარიმდებიან, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრადიციულად, აღდგომის მეორე დღეს მართლმადიდებლები საფლავებზე გადიან, თუმცა, უკვე მეორე წელია კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, საფლავებზე გასვლა იკრძალება.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულებას პოლიცია უზრუნველყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები სასაფლაოზე მისვლას ვერ შეძლებენ, სასულიერო პირები საფლავებს აკურთხებენ.

წელს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს 2 მაისს აღნიშნავენ.

გარდა საფლავებზე გასვლის შეზღუდვისა, საქართველოში 13 მაისამდე უქმეები დაწესდა და 3–12 მაისის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ეკლესიებში საზეიმო ლიტურგიის დროს კოვიდ–რეგულაციების დაცვა მაქსიმალურად უნდა მოხდეს; ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები აღდგომის ღამეს შემსუბუქდება – „კომენდანტის საათი“ 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს (სწორედ ამ დროს იმართება ეკლესიებში საზეიმო ღვთისმსახურება).

 

მთავარი თემები