07:28 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
116 0 0

წინასააღდგომო პერიოდში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თბილისიდან საქართველოს რეგიონებში მიემგზავრება.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოს გზებზე რთული ვითარებაა – დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ავტომობილების დიდი რიგია, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

საქართველოს გზებზე მსგავსი ვითარება დღესასწაულების წინა დღეებში ტიპურია – თბილისის ბევრი მცხოვრები აღდგომის დღესასწაულისთვის რაიონებში მიემგზავრება. 

ამ დროისათვის განსაკუთრებით რთული ვითარება ხაშური–ზესტაფონის მონაკვეთზეა, სადაც მგზავრები „საცობში“ რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებიან.

ბევრი მგზავრი შიშობს, რომ დანიშნულების ადგილამდე ვერ მივა „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.

„კომენდანტის საათის“ დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, იურიდიული პირი კი 10 ათასი ლარით ჯარიმდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განმარტებით, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე ნებართვის მისაღებად მოქალაქეებმა მთავრობის „ცხელ ხაზზე“ – 114 უნდა დარეკონ.

მეორე მხრივ, „ცხელ ხაზზე“ დარეკვა პრაქტიკულად შეუძლებელია – ოპერატორები მოსახლეობის ყველა ზარზე პასუხს ვერ ასწრებენ.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ აღდგომის წინა ღამეს შემსუბუქდება. კერძოდ, „კომენდანტის საათი“ 1 მაისს საღამოს 9 საათის ნაცვლად 23:00-დან დაიწყება და 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

მთავარი თემები