21:56 13 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
59 0 0

მგზავრებს დამატებით რეისებზე ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში. მგზავრობისას აუცილებელი იქნება კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. აღდგომის დღესასწულის შემდეგ, ბათუმისა და სენაკის მიმართულებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, დამატებითი რეისები დაინიშნა. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, დამატებითი რეისები 3  მაისს შესრულდება.

  • მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავა 07:25 საათზე, ხოლო ბათუმიდან გამოვა 13:40 საათზე, ხოლო თბილისიდან სენაკისკენ მატარებელი გავა 08:30 საათზე და იქიდან გამოვა 13:50 საათზე.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია როგორც ონლაინ (Railway.ge, Tkt.ge, Biletebi.ge, Matarebeli.ge), ისე რკინიგზის სალაროებში.

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს – მგზავრებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, პირს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.

„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 27 თებერვლიდან აღადგინა, როდესაც მოიხსნა 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.

მთავარი თემები