23:08 13 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (665)
54 0 0

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით თითოეული ადამიანი გამოიჩენს მოქალაქეობრივ შეგნებას და ზედმიწევნით დაიცავს დადგენილ წესებს.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. განათლების და მეცნიერების სამინისტრო თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში და დაწესებულ უქმეებზე ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 13 მაისიდან სწავლა კვლავ საკლასო ოთახებში გააგრძელონ, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, უქმე დღეების დაწყებამდე, საქართველოში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართა.

„ქვეყანაში გაზრდილი კოვიდინფიცირების მიუხედავად, სამინისტრომ ყველა რესურსი გამოიყენა იმისათვის, რომ  სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში წარმართულიყო და სკოლებში შეზღუდვები მხოლოდ წერტილოვანი ყოფილიყო“, – ნათქვამაია განცხადებაში.

ბოლო კვირის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა. წინა კვირაში ვირუსი სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების 0,2%-ს და მოსწავლეთა მხოლოდ 0,04%-ს გამოუვლინდა.

„მშობელთა თხოვნით, ასევე ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 106 სკოლა და 180 ცალკეული კლასი, რაც წინა კვირასთან შედარებით გაზრდილი რაოდენობაა“, – წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

ამ დროისათვის მცირედ დაკლებულია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 115  მასწავლებელი იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიური ტესტირება ორკვირიანი ინტერვალით ტარდება. როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ტესტირების პროცესს სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მთავრობამ 4-დან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა. მთავრობაში ამას სააღდგომო არდადეგები უწოდეს. ამასთან, აღდგომაზე მოსახლეობა დაისვენებს 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ხოლო გამოცხადებული უქმეების შემდეგ, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური დასვენების დღეა. ასე რომ, სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნებას 13 მაისიდან შეძლებენ.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (665)

მთავარი თემები