17:24 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (306)
81 0 0

ცნობილმა ფოტოგრაფმა ლეგენდარული მსახიობის 101 ფოტო გაასაჯაროვა. ნახეთ კახი კავსაძის ემოციები ფოტოებში.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. სოციალურ ქსელში ამ დღეებში კახი კავსაძესთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო ისტორია გაიხსენეს.

ერთ-ერთ ემოციურ ამბავს ფოტოგრაფი მინდია მიდელაშვილიც იხსნებს და საზოგადოებას კახი კავსაძის ფოტოსესიას უზიარებს, სადაც მისი ემოციებია აღბეჭდილი.

ფოტოგრაფი იხსენებს, რომ მასთან მსახიობი პორტრეტის გადასაღებად იყო მისული სტუდიაში და ფოტოგადაღების დროს მთლიანად დაიხარჯა, ისევე, როგორც თეატრში, ჰყვებოდა თავის ცხოვრებაზე. საბოლოოდ ფოტოგრაფს ამ ფოტოებისგან გამოფენის გამართვის იდეა გაუჩნდა და როდესაც ეს კახი კავსაძეს შესთავაზა, მსახიობი გაოცდა.

„იცი, მერიდება! მარტო ჩემი ფოტოებია? იცი, „დონ კიხოტის“ გადაღების დროს რამდენი მტერი მყავდა? სამი! იცი „დონ კიხოტის“ შემდეგ რამდენი გახდა? ას სამი! და შენ იცი ამ გამოფენის მერე, სადაც მარტო ჩემი ფოტოები იქნება, რამდენი გახდება? ათას სამი! რამდენიც არ უნდა იყვნენ, რაც არ უნდა თქვან, უნდა გავაკეთოთ! ამდენი იშრომე და ის უფრო მერიდება, შენ რო გითხრა უარი!“, – იხსენებს ფოტოგრაფი მსახიობის რეაქციას.

ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში დღესაც გაიმართება.

თემები:
ქართველი სელებრითები (306)

მთავარი თემები