20:58 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (441)
270 0 0

პოპულარული ტელეწამყვანი ყველას უყვარს. თავად პოზიტიურსა და ხალისიანს, მისი ირგვლივ მყოფებიც ასეთი ჰყავს. ნახეთ სახალისო ვიდეო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობი გადაცემების წამყვანს თიკა ფაცაციას სამსახურში არაორდინარული სიტუაცია დახვდა. მას თანამშრომლები ცეკვით და ყავით დახვდნენ. სახალისო ვიდეო ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა.

თიკა ფაცაცია აქტუალობას არ კარგავს. არ ნელდება უმშვენიერესი თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი - ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.

თემები:
ქართველი სელებრითები (441)

მთავარი თემები