18:00 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (306)
477 0 0

პოპულარულმა ტელეწამყვანმა საზოგადოებას ოჯახის ახალი წევრები გააცნო. ნახეთ როგორ გამოიყურებიან ახალდაბადებული თომა და ტასო.

მარტში ცნობილმა ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ ახარა, რომ მისი ძაღლი ბუბუ შეყვარებული იყო და „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ძაღლების წყვილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნა. რამდენიმე დღეა ტელეწამყვანი ამ სიყვარულის ნაყოფის - თომას და ტასოს ვიდეოებსა და ფოტოებს აქვეყნებს.

მაია ასათიანს ორი ძაღლი ჰყავს - ბუბუ და ჰასკი დუდი. ცნობილმა ტელეწამყვანმა რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. ჟურნალისტი წერდა, რომ მისი ძაღლი თუთა დაიღუპა, ამის მიზეზი კი ეზოში მომხდარი შემთხვევა გახდა. „ეზოში დიდ ძაღლს დაუყეფა და იმან დაგლიჯა“, – დაწერა მაია ასათიანმა.

პოპულარული ჟურნალისტი ბოლო დროს სამ ძაღლთან და თუთიყუშთან ერთად ცხოვრობდა. თუთა, დუდი და ბუბუ მაიას „ინსტაგრამის“ „სთორების“ მთავარი გმირები იყვნენ. ასათიანის სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და თუთიყუში დომინირებს.

მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

თემები:
ქართველი სელებრითები (306)

მთავარი თემები