08:33 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (303)
208 0 0

სალომე ღვინიაშვილი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

მოდელი და ტელესახე სალომე ღვინიაშვილი Facebook-ზე ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ იგი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დარეგისტრირდა. როგორც აღმოჩნდა, სალომე ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ აპირებს აცრას და პირველ რეგისტრირებულებს შორის მოხვდა. როგორც ცნობილია, პირველივე საათებში რეგისტრაციის სურვილი ექვსი ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.

„თუ ყველა არ ავიცრებით და არ ავიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, პანდემია არ დასრულდება! გადაარჩინე სიცოცხლე, შეაჩერე კოვიდ 19“, – დაწერა მოდელმა.

სალომეს ამ ნაბიჯს გულშემატკივრებიც უწონებენ და სწერენ, რომ მოდელი სწორად მოიქცა. „ლამაზი და ჭკვიანი გოგო“, „ისე მიხარია, მეც მოვასწარი დარეგისტრირება“, – უწერენ სალომეს კომენტარებში.

თემები:
ქართველი სელებრითები (303)

მთავარი თემები