18:18 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
120 0 0

ეს მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება. ამ ორი ვაქცინით (Sinopharm და Sinovac) ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ აცრილია 240 მილიონამდე ადამიანი.

თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. ჩინური ვაქცინა Sinovac-ის პირველი პარტია - 100 ათასი დოზა უკვე თბილისშია.

ვაქცინებით დატვირთული უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაფრინდა.

ვაქცინის ჩამოტანას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ზე გამოეხმაურა.

„ჩინეთის ნაჩუქარი Sinovac-ის ვაქცინა საქართველოშია. უდიდესი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს მისი წვლილისთვის, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ქვეყნებს შორის სრულყოფილი თანამშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი მტრის - გამანადგურებელი COVID-19-ის - წინააღმდეგ“, – წერს ზალკალიანი.

ეს მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება. ამ ორი ვაქცინით (Sinopharm და Sinovac) ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ აცრილია 240 მილიონამდე ადამიანი.

საქართველომ აპრილის დასაწყისში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა მიიღო. დამატებით 500 ათას დოზას ქვეყანა ივნის-ივლისში მიიღებს.

ჩინური ვაქცინა Sinovac-ი, Sinopharm-ის მსგავსად ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია - ვაქცინების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო მეთოდია. ამ ტექნოლოგიით შექმნილია, მაგალითად, დიფტერიის, В ჰეპატიტის, პოლიომიელითის, ყივანახველას და ტეტანუსის ვაქცინები.

Sinopharm-ის პრეპარატით ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისიდან დაიწყება, რეგისტრაცია კი 27 აპრილიდან დაიწყო. პირველ რამდენიმე საათში ჩინური ვაქცინით აცრის შვიდი ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა. ამჟამად კი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში ვაქცინაციის ადგილები უკვე სრულად შეივსო.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალს უტარდებოდა, ახლა კი პროგრამა გაფართოვდა და უკვე 18 წელს ზემოთ პირებს მოიცავს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის აცრა 43.568-მა ადამიანმა გაიკეთა.

მთავარი თემები