Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ერთ მშვენიერ დღეს შენი ცოლი ისეთი ლამაზი აღარ მოგეჩვენება...“ – ნიკოლოზ წულუკიძე

© courtesy of Nikoloz Tsulukidzeნიკოლოზ წულუკიძე
ნიკოლოზ წულუკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში გულის ამაჩუყებელ სტატუსს აქვეყნებს და ცნობილ მსახიობთან დაკავშირებით წერს.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. სოციალურ ქსელში თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე მსახიობ კახი კავსაძეს იხსენებს.

წულუკიძე იხსენებს, რომ მსახიობმა ქორწილში „100-ლარიანი ჩაუკუჭა“ და უთხრა, ერთ მშვენიერ დღეს შენი ცოლი ისეთი ლამაზი აღარ მოგეჩვენება, როგორიც ახლაა, აი, მაშინ უნდა მიხვდე, რომ სიყვარულს შველა სჭირდება და მეორე უფრო მნიშვნელოვან ეტაპს იწყებო. შენი კაცობაც მაგ დროის საქციელებით გაიზომებაო.

წულუკიძის თქმით, კახი კავსაძე ყველაფერში სამაგალითო იყო: თეატრის, ქალის, სამშობლოს სიყვარულში.

„სხვა თაობა იყო, სხვა ხალხი, რომ აღარ განმეორდება, ისეთი. ალენ დელონი რომ ჩამოვიდა, მაგ კონცერტის სცენარის ავტორი გახლდით. კახის ვუთხარი, წამოდი, ალენ დელონთან ფოტო გადავიღოთ-მეთქი. შერცხვა, იცი, მაგათ რამხელა ჯამაგირი (ამ სიტყვას ამბობდა) აქვთ, მსოფლიო არტისტია, არ შევაწუხოთო. ძალით მივიყვანე. შენ ჩვენი ალენ დელონიც ხარ და მარლონ ბრანდოც–თქო. მერე რომ მირეკავდა, ასე მეუბნებოდა – ალენი ვარ, დელონიო…” – წერს ნიკოლოზ წულუკიძე.

კახი კავსაძე 27 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო პერიოდი კორონავირუსს ებრძოდა.

ყველა ახალი ამბავი
0