05:53 07 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1474
  • 100 RUB4.6139
  • USD3.4430
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (280)
19410

ზალიკო ბერგერმა ერთ-ერთ ცნობილ გადაცემაში ქართველი ქალების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ცხოვრებით ვერ ტკბებიან.

ზალიკო ბერგერი თათია შარანგიას გადაცემა „სთორის“ ესტუმრა და ბევრ კითხვას გასცა პასუხი, მათ შორის ისაუბრა იმის შესახებაც, რატომ მიიჩნევს ქართველ ქალებს მუდმივად უკმაყოფილოებად.

დიზაინერი ფიქრობს, რომ ძნელია ქართველი ქალი იყოს კმაყოფილი და „ქართველ ქალს გამოარჩევ უკმაყოფილო სახით“. 

„ქართველი ქალების ცხოვრება ის არის, რომ სულ უკმაყოფილოები არიან. პირველად დუბაიში რომ ვიყავით, ადამ და ევას დროს, მაშინ ასე ვერ დადიოდა ყველა და ქალებსაც რთულად უშვებდნენ, ქართველი ცოლ-ქმარი შეგვხვდა, ცოლი ქმართან ერთად ერთი კვირა იყო დუბაიში და მაინც უკმაყოფილო იყო“, – გაიხსენა დიზაინერმა.

ქარიზმატული ზალიკო ხეცურიანის პირადი ცხოვრება მუდამ განხილვის საგანია. განათლებით ფილოსოფოსი და სოციოლოგი სასურველი სასიძოა, მაგრამ დაოჯახებული არასდროს ყოფილა. მისი ცხოვრება ეპატაჟურობით, ალკოჰოლითა და ღამის ცხოვრებითაა მოცული. პანდემიის გამო ბოლო დროს ზალიკო ეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდებოდა და სოციალურ ქსელში აქტიურობასაც მოუკლო, თუმცა „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად ზალიკომ ძველი ქარიზმით გამოანათა და „თავზარიკოს“ როლი კვლავ შეუდარებლად მოირგო.

თემები:
ქართველი სელებრითები (280)

მთავარი თემები