07:22 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
44 0 0

გაფიცულებმა საწარმოში შესასვლელი გადაკეტეს და პროტესტის უფრო რადიკალური ზომებით იმუქრებიან, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. რუსთავში მდებარე ქიმიური ქარხანა „აზოტის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია  დილიდან განაახლეს, იუწყება „პირველი არხი“. 

საწარმოს თანამშრომლები ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით აქციას უკვე მესამე დღეა მართავენ. მათი თქმით, კომპანია დათმობაზე წასვლას დღემდე არ აპირებს. ქარხნის ხელმძღვანელობა მათ ხელფასების გაზრდას ჯერ კიდევ 2019 წელს დაჰპირდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. ხელფასების 20%-ით მომატებაზე მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც საუბრობდა. 

გუშინ გაფიცულ მუშებსა და საწარმოს ადმინისტრაციას შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულთა ინტერესების დამცველის, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, საწარმოს ხელმძღვანელობა მუშებისთვის ხელფასის მომატებას არ აპირებს.

მუშების განცხადებით, საპროტესტო აქცია იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ქარხნის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

„რუსთავის აზოტმა“ თანამშრომელთა პროტესტის გამო გუშინ მუშაობა შეაჩერა.

ქარხნის შესასვლელთან აქციის გამო გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია. გამონაკლისი დაიშვა მხოლოდ ჟანგბადით დატვირთული ავტომობილებისთვის, რომლებიც კლინიკებსა და ლაბორატორიებს ჟანგბადითა და აზოტით უზრუნველყოფენ.

„რუსთავის აზოტი“ სასუქის მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა. მისი პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე. ქარხანა, რომელიც მინერალური სასუქის გამოშვებაზეა სპეციალიზებული, ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს.

მთავარი თემები