07:56 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (135)
15 0 0

კვირეულის ფარგლებში შეჯიბრებები სპორტის რამდენიმე სახეობაში გაიმართა. გამარჯვებულები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სპორტული კვირეული დასრულდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ღონისძიება წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა. კვირეულის ფარგლებში გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებთან ერთად ომის ვეტერანებიც იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრება პარაფრენბურთში, ტექბოლში, ველორბოლა-პარაველოში, პისტოლეტით სროლაში, მკვლავჭიდში, ნიჩბოსნობაში, პარაკალათბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში მიმდინარეობდა.

თავდაცვის უწყების ცნობით, ღონისძების მიზანია დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქვეყნის წინაშე მათი ღვაწლის წარმოჩენა და რეაბილიტაციის პროცესში სპორტული კომპონენტის ინტეგრირება.

შეჯიბრებაში მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ–მაიორმა კობა კობალაძემ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. ცერემონიის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ინიციატივით 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით არსებულ ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 27 იანვარს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდა.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (135)

მთავარი თემები