18:25 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (669)
70 0 0

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 183-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი ცხრა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლეტალობის შემთხვევები რუხის საავადმყოფოში დაფიქსირდა – 90 წლამდე ქალი ჩხოროწყუს, 53 წლის მამაკაცი კი სენაკის მუნიციპალიტეტეტის მკვიდრია.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში 260 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 26-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 149 კოვიდ-პაციენტი გადის –  25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 37 კოვიდ-პაციენტი, აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 26 პაციენტია მოთავსებული, სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 48 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.551-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 307.401-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (669)

მთავარი თემები