17:10 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (305)
540 0 0

კესარია აბრამიძე ახალ შეყვარებულს დიდ დროს უთმობს – სხვადასხვა ქალური ხრიკებით ანებივრებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ასაჯაროვებს.

ცნობილმა ტრანსგენდერმა მოდელმა კესარია აბრამიძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ხალათში შემოსილი, საყვარელ მამაკაცს ეხუტება. როგორც ჩანს, მოდელი შეყვარებულია და გრძნობებს აღარ მალავს.

კესარია აბრამიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სრულფასოვანი ქალია. მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ, ხოლო სასქესო ორგანოსი ოთხი წლის წინ გაიკეთა და პასპორტშიც „ქალი“ უწერია.

აღარავინ დავობს, რომ კესარიას უამრავი ქალბატონი ბაძავს და ცდილობს პლასტიკურ ქირურგიას მიმართოს, რათა მას დაემსგავსოს. უმშვენიერესი ქალბატონი, თავის მხრივ, ყველას მოუწოდებს ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებისკენ.

საქართველოში ნებისმიერმა იცის კესარია აბრამიძის სახელი, საქმიანობა, ჰობი. ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ კესარიასთან დაკავშირებული ამბები. სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს, ვისაც მუდმივად ანებივრებს თავისი ფოტოებით და სკანდალური განცხადებებით. კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს ოფიციალურად განაცხადა, რომ ოპერაციის მეშვეობით სქესი შეიცვალა.

სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს მუდამ პასუხობს. კესარია აბრამიძე რამდენიმე წლის წინ დაშორდა შეყვარებულს, რომელმაც სახლი აჩუქა და რომელთანაც სამი წელი იცხოვრა. მისი თქმით, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ ერთმანეთი ამოწურეს. დღეს კესარია ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს და ამბობს, რომ თავისუფალი და ბედნიერია.

თემები:
ქართველი სელებრითები (305)

მთავარი თემები