1 მაისიდან საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

© Sputnik / Alexander Imedashviliფასიანი პარკინგი
ფასიანი პარკინგი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა და ამ დროისათვის თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოქმედებს.

 

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე 1 მაისიდან  ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა სისტემის გაფართოება და დანერგვა თბილისის მასშტაბით. აღნიშნული სისტემა ამ დროისათვის მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში მოქმედებს. 

ფასიანი პარკინგი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გაძვირდება თუ არა თბილისში პარკირება – ვიცე-მერის პასუხი

ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის  გამზირებსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 2.009 ადგილია განკუთვნილი.

მერიის ცნობით,ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ზურაბ ანჯაფარიძის, მიხეილ შავიშვილის, ვარლამ თოფურიას, მარიჯანის, დავით თავხელიძის, პეტრე ქავთარაძის, ირინე სხირტლაძის, კალისტრატე ქუთათელაძის, მიხეილ ასათიანის, ანა ანტონოვსკაის, გიო ხუციშვილის, იონა ვაკელის, ასევე, ტანძიის, ოთარ ჭილაძის, ტაშკენტის, ადამ მიცკევიჩისა და ჯანო ბაგრატიონის ქუჩებზე.

პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის (პარკირების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები  ან უძრავი ქონების მფლობელმა პირებისთვის), შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. იმ მოქალაქეებისთვის კი, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ პარკირების ღირებულება საათში 1 ლარია. 

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე – www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება. მათ უფლება აქვთ, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირონ და  უფასო პარკირებით ისარგებლონ.

ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0