09:00 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (303)
799 0 0

ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს გული გადაუშალა.

ნეკა დოროყაშვილი შვილთან, ლუკას ბასილაშვილთან ერთად, დუბაიში იმყოფება, სადაც კარგ დროს ატარებს და სოციალურ ქსელში „ფოლოუერებს“ ხშირად უზიარებს იქ გადაღებულ ვიდეოებს. ერთ-ერთი ვიდეოზე კი მოდელმა და დიზაინერმა გადაწყვიტა, ვრცლად დაეწერა იმის შესახებ, თუ როგორ იცავს საკუთარ შვილს და როგორ შეძლო მძიმე პერიოდის გადალახვა.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

 

ნეკა დოროყაშვილი წერს, რომ ძალიან ბევრი ლამაზი ქალია, რომელმაც ბედნიერება ვერ იპოვა, რადგან ფიქრობს, რომ ცხოვრებაში ჰარმონიის მიღწევისა და ბედნიერების მთავარი საიდუმლო არის ის, რომ უნდა იყო ზრდილობიანი, სამართლიანი, შემწყნარებელი, სხვათა დახმარების მოსურნე, უნდა იყო ორიენტირებული საკუთარ ღირებულებებზე, მუდამ იბრძოდე შენი საყვარელი ადამიანების ინტერესების დასაცავად და მუდამ გახსოვდეს, დარჩე ნამდვილი და სამართლიანი სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ. თუკი ჰარმონიას საკუთარ თავში არ იპოვი, სხვა ბედნიერს ვერ გაგხდის.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ნეკა ფიქრობს, რომ სასურველ და ლამაზ ქალად ყოფნა სილამაზეს არ უკავშირდება, არამედ პერსონალურ თვისებებსა და სამყაროს გაგების უნარს. გრძელვადიანი სირბილისას მხოლოდ კარგ ფორმაში ყოფნა საკმარისი არ არის, ბევრი რამ უნდა დაამატო ამას.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

„მათ შეუძლიათ გავნონ, დაგჭრან, შეეცადონ შენს გათელვას, მაგრამ უნდა გამოჯანმრთელდე, მოირჩინო ჭრილობები, გახვიდე სცენაზე და ცხოვრებისგან სასურველი მიიღო. დიახ, მე ვიყავი დაჭრილი და ნატკენი, მაგრამ საკუთარი თავის თავიდან დაბადებას შევუწყვე ხელი. ამ ბრძოლაში მთავარი ენერგია და მოტივაცია იყო და არის ჩემი პატარა ანგელოზი, ლუკასი, რომელიც ყველაზე მთავარი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, ის მუდამ ზრუნავს ჩემზე და მიცავს. სწორედ ის არის ჩემი ცხოვრების ერთადერთი მნიშვნელოვანი აზრი. შენი ინტერესების შელახვას არავის ვაპატიებ. შენ გყავარ მე და მე მყავხარ შენ და ჩემთვის ყველაფერს ნიშნავ“, - წერს მოდელი.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა, რომლითაც მისი ყოფილი მეუღლე ალიმენტს ითხოვს. მას შემდეგ, რაც ჩოგ­ბურ­თის დო­ჰას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი გახ­და და და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­აზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ქარ­თუ­ლად მი­მარ­თა შვილს. ტრი­უმ­ფის შემ­დეგ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის შვი­ლი­სად­მი ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ად­ვო­კა­ტი ანა აბა­ში­ძე გა­მო­ეხ­მაუ­რა: „ამას არ დავ­წერ­დი ნამ­დვი­ლად, რომ არა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ეპა­ტა­ჟუ­რი სი­ტყვა შვი­ლის შე­სა­ხებ. მას შვი­ლის­თვის წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რია ალი­მენ­ტი არ გა­და­უხ­დია. უფრო მე­ტიც, სა­კუ­თარ შვილს სახ­ლს არ­თმევს სა­სა­მარ­თლოს გზით“, – და­წე­რა ანა აბა­ში­ძემ.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრება ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც ის ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

თემები:
ქართველი სელებრითები (303)

მთავარი თემები