05:33 07 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1474
  • 100 RUB4.6139
  • USD3.4430
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (280)
149 0 0

ცნობილმა მსახიობმა დათო დარჩიამ აღიარა, რომ საკუთარ მეუღლეს თანხა მოჰპარა და ეს ყველაფერი პოპულარულ გადაცემაში მოჰყვა.

მსახიობმა დათო დარჩიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ აღიარა, რომ საკუთარი მეუღლე გაძარცვა. მსახიობმა ის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახლში იპოვა თანხა – ხუთი ათასი დოლარი და რამდენიმე დღის განმავლობაში 100-100 დოლარობით იღებდა. საბოლოოდ კი მიხვდა, რომ თანხა უნდა დაებრუნებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან მთლიანი თანხა ტოტალიზატორში წააგო.

მსახიობმა განაცხადა, რომ მეუღლემ ამის შესახებ მომხდარიდან ორი კვირის შემდეგ გაიგო და თანხის დაბრუნება მოსთხოვა. „დღემდე ვიხდი მგონი ამ თანხას“, – აღნიშნა სიცილით დარჩიამ.

25 წელი რუსთაველის აკადემიური თეატრის სცენაზე და წარმატებით შესრულებული როლები სპექტაკლებში, მხატვრულ ფილმებში, ტელესერიალებში – ეს მსახიობ დათო დარჩიას ცხოვრებაა. სრულიად ახალგაზრდამ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმში „წარსულის აჩრდილები” და მაშინვე ცხადი გახდა, რომ მისი სახით ღირსეული წევრი შეემატა ქართველ მსახიობთა დიდ ოჯახს.

რუსთაველის თეატრის პოპულარულ მსახიობს დათო დარჩიას მეუღლესთან ვიქტორია ბუხნიკაშვილთან 20 წლის ქალიშვილი ელენე ჰყავს.

თემები:
ქართველი სელებრითები (280)

მთავარი თემები