05:29 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
76 0 0

სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შეწყალების აქტს 27 აპრილს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის დღეს გამოსცემდა.

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა. 

მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეწყალების შესახებ აქტს იმ შემთხვევაში გამოსცემს, თუ ოპოზიციური პარტიები და ხელისუფლება მიაღწევენ კომპრომისს და ხელს მოაწერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილ შეთანხმების დოკუმენტს. გასულ ორშაბათს მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას. ჩემი მხრივ, შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს“, - დაწერა ზურაბიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში და ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიცია გიორგი რურუას და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას პოლიტპატიმრებს უწოდებს. ოპოზიციის მხრიდან მათი გათავისუფლება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად არის დასახელებული.

ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი პუნქტი გახდა იმ შეთანხმებისა, რომელიც შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა. 

 

მთავარი თემები