05:49 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (671)
54 0 0

სხვადასხვა მნიშვნელოვანი კვლევების საფუძველზე დადასტურებულია, რომ 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია უსაფრთხოა, აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. Sinopharm-ის პრეპარატით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს ჩაუტარდებათ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ვის აცრიან ჩინური ვაქცინით – გამყრელიძემ ჯგუფები დაასახელა>>

საქართველომ უკვე მიიღო ჩინური ვაქცინის ასი ათასი დოზა, რომელზეც რეგისტრაცია დღეიდან იწყება. Sinopharm–ის პრეპარატით აცრა უკვე 4 მაისიდან იქნება შესაძლებელი. ამ ვაქცინით მსოფლიოში 150 მლნ ადამიანია აცრილი. უახლოეს პერიოდში ქვეყანა მიიღებს მეორე ჩინურ ვაქცინას Sinovac (100 ათასი დოზა) და ივნის–ივლისში – Sinopharm–ის დამატებით დოზას (ნახევარი მლნ დოზა).

მინისტრის განმარტებით, 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის ჩინური ვაქცინით აცრა უსაფრთხოა და ამას არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, უკვე გადამზადებულია 100-ზე მეტი ჯგუფი, რომელიც საქართველოში მოქალაქეთა უსაფრთხო ვაქცინაციას უზრუნველყოფს.

„მნიშვნელოვნად შემდეგი კვირიდან გაფართოვდება ქსელი, სადაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია, კერძოდ, 78 ცენტრი დაემატება. საერთო ჯამში, საქართველოში ამ ეტაპისთვის გაშლილი იქნება 138 ცენტრი, სადაც ვაქცინაციის პროცესი გაიმართება”, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მასობრივ ვაქცინაციაზეც და აღნიშნა, რომ ამ პროცესზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ. ამასთან, კლინიკურ ჯგუფთან ერთად სხდომა გაიმართება, სადაც გაირკვევა, დაიწევს თუ არა ასაკობრივი ზღვარი AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით, რომლის გამოყენებაც საქართველოში მხოლოდ 55 წელს ზემოთ პირებისთვის არის ნებადართული.

საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში შემდეგ სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც დაემატნენ, მათ შორის 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალი https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome
აამუშავა. აქ შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა და სასურველი ვაქცინის არჩევა.

27 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 40.095 ადამიანი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (671)

მთავარი თემები