06:10 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (308)
224 0 0

ცნობილმა მოდელმა ნუკი კოშკელიშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი ოჯახთან ერთად დაამარცხა, სოციალურ ქსელში მოტივაციის ასამაღლებელი პოსტი დადო

ცნობილმა მოდელმა და ინფლუენსერმა ნუკი კოშკელიშვილმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ვერც კი მიხვდა ისე გაირბინა წლებმა, თუმცა შინაგანად თავს ისევ 19 წლისად გრძნობს.

მოდელის თქმით, დრო მალე გადის და უკან რომ იხედები ყოველთვის უკან გინდა დაბრუნება, არა და დღესაც მშვენიერია, ამიტომ აუცილებელია ყოველი დღით დატკბნენ ადამიანები და ყველა პერიოდით ცხოვრებაში, რადგან ასაკი მხოლოდ ციფრებია.

ნუკი თვის დასაწყისში კორონავირუსით დაინფიცირდა. კოვიდ-დადებითია ნუკის მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი ოლივერიც. კოშკელიშვილმა „ინსტაგრამზე“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ იმის მიუხედავად, რომ მას კორონავირუსი მსუბუქად გადააქვს, საავადმყოფოში მისვლა გახდა აუცილებელი.

კოშკელიშვილი პანდემიის დაწყების დროს შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, სადაც თითქმის ერთი წელი გაატარა მეუღლის გარეშე. ტელესახის ექიმი მეუღლე ამერიკაში კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და სწორედ ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდა. „მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო (ბენის, თორე ჩემი ნება რომ იყოს...) სახლიდან საერთოდ არ გავსულვართ, ვინმესთვის რომ არ გადაგვედო. დედას გეფიცებით, გაფრენის პირას ვარ, სუფთა ჰაერი ისე მომენატრა...“, - აღნიშნავს მსახიობი.

თემები:
ქართველი სელებრითები (308)

მთავარი თემები