Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვერ დავაღწიე თავი ჟანგბადის აპარატებს, არასდროს გადადოთ ზეიმი...“ – თინა ხიდაშელი

© Photo: Tinatin Khidasheli / FBთინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი
თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი კორონავირუსით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ კლინიკაში მოხვდა.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში და ადამიანებს, რომლებსაც დროულად ვერ პასუხობს, საჯარო ბოდიშს უხდის.

თინა ხიდაშელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაუდასტურდა და მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პოლიტიკოსი წერს, ავადმყოფობის გამო ბევრი რამ გამოტოვა: თოვლი თბილისში, გაზაფხულის მოსვლა, შვილის დაბადების დღე, ბზობა, აღდგომა, რადგან თავი ვერ დააღწია საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატებს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს, უგუნებობას.

„არასოდეს გადადოთ ზეიმი, მხიარულება, არასოდეს უთხრათ არა კარგ განწყობას! სულ მუდამ გამაღიზიანებელ კლიშედ მიმაჩნდა „იცხოვრე ყოველი დღე ისე, როგორც უკანასკნელი”. არ ყოფილა კლიშე, ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ყოფილა“, – წერს თინა ხიდაშელი.

ხიდაშელს კორონავირუსი 15 თებერვალს დაუდასტურდა. ექიმები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არის თუ არა გადატანილი ინფექციის შედეგი.

ყველა ახალი ამბავი
0