კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© photo: Sputnikადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.578-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 305.850-ს მიაღწია.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.578 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.001 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ იმერეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 128, იმერეთი – 89, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 84, კახეთი – 63, შიდა ქართლი – 61, ქვემო ქართლი – 56, მცხეთა-მთიანეთი – 41, გურია – 39, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 287.938-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 17 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.060-ს მიაღწია.

ეპიდემია. სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
COVID-19 საქართველოში – 27 აპრილის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით საქართველოში 13.826 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.644 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.999, აჭარაში – 418, იმერეთში – 413.

658 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 142 პირი, მათგან თბილისში – 97, აჭარაში – 11, იმერეთში – 11. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 694 ადამიანი, მათ შორის 375 – თბილისში, 292 – აჭარაში. 9.488 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 218, ხოლო აჭარაში – 3.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28.266 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18.781 პირი, აჭარაში – 2.475, იმერეთში – 1.669.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.578-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 305.850-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0