Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

როგორ მაკიაჟს ანიჭებს უპირატესობას ანუკი არეშიძე – სილამაზის ხრიკები დიზაინერისგან – ვიდეო

© photo: Anuki Areshidze / FBანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. ანუკის სოციალური ქსელის მიმდევრების დაინტრიგება არ უყვარს, დიზაინერი გულწრფელობით გამოირჩევა.

წარმატებულმა ქართველმა დიზაინერმა „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებისთვის“ ვიდეო ჩაწერა, სადაც მისი მაკიაჟის ხრიკები გაამხილა. ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ანუკის სილამაზით სოციალური ქსელის მომხმარებლები აღფრთოვანებული არიან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ანუ­კი არე­ში­ძე უკვე წლე­ბია წარ­მა­ტე­ბით ავი­თა­რებს სა­კუ­თარ ბიზ­ნესს. მისი დი­ზა­ი­ნით შექ­მნილ ტან­საც­მელ­სა და ფეხ­საც­მელს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ანა­ში ირ­გე­ბენ ცნობილი ქალბატონები.

რამდენიმე კვირის წინ ანუ­კის ახა­ლი მა­ღა­ზია გა­იხ­სნა დუ­ბა­ი­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ სა­შო­პინ­გო სივ­რცე­ „ლა­ფა­ი­ეტ­ში“. ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად არე­ში­ძემ გა­ავ­რცე­ლა და უამ­რა­ვი მი­ლოც­ვაც მი­ი­ღო.

ცნობილ დიზაინერს თბილისის მერთან კახა კალაძესთან ოთხი ვაჟი ჰყავს. კალაძე–არეშიძის წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 13 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 6 წლის ვაჩე.

ყველა ახალი ამბავი
0