06:39 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (308)
246 0 0

ცნობილი მომღერალი ლელა წურწუმია მისმა პროდიუსერმა მეუღლემ საკმაოდ სახალისო სიტუაციაში გადაიღო. ნახეთ ვიდეო.

პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა, იგივე მამულიჩამ სოციალურ ქსელში მისი ცნობილი მეუღლის ლელა წურწუმიას სახალიისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წურწუმია მეგობარს, თორნიკე ჯგერნაიას ეჭიდავება. „ჭიდაობას რა უნდა“ – წერს ცნობილი პროდიუსერი. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ლელას ძალებში ეჭვი არც ეპარებოდათ.

ლელა და „მამულიჩა“ თუნდაც ნაკლებად პოპულარულ გადაცემას ან რუბრიკას თავისი სტუმრობით პოპულარულს ხდიან. ქართულ ტელესივრცეში ისინი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული წყვილია. ამჟამად ლელას საკუთარი გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ მიჰყავს. საზოგადოებამ „მთავარი არხის“ ეთერში მისი რამდენიმე გადაცემა უკვე იხილა. აშკარაა, რომ ლელას ახალი პროექტი საკმაოდ რეიტინგული აღმოჩნდა.

ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მეუღლე მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინეიჯერი მათ ურთიერთობას უფრო ამყარებს. გოგონამ ფოტოგრაფობა გადაწყვიტა და ახლა გადაცემის ჩაწერისას კადრს მიღმა პოპ-დივასთვის მუშაობს. ლელას და მის მეორე ნახევარს თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ, რომელიც დღითი დღე იზრდება.

თემები:
ქართველი სელებრითები (308)

მთავარი თემები