23:09 13 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (303)
93 0 0

ცნობილი ქართველი ჯაზ-მომღერალი ნუცა შანშიაშვილი საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებული ცვლილებების ისტორიას იხსენებს.

ამერიკაში მცხოვრებმა მომღერალმა ნუცა შანშიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გაიხსენა, როგორ გაიკეთა მოსკოვში 25 წლის წინ ტუჩის ოპერაცია. ის აღნიშნავს, რომ ცნობილ ექიმს მიმართა, თუმცა მეორე პროცედურაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაეკეთებინა, აღარ მივიდა.

მომღერალმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა ქალბატონმა პირად მიმოწერაში მისწერა, რომ ტუჩის პლასტიკა ძალიან ცუდად აქვს გაკეთებული, რასაც თავადაც ეთანხმება.

„25 წლის წინ სად იყო ფილერი? იყო სილიკონი… დამაწვინა ექიმმა, ლამაზი გოგო ხარ და დახუჭე თვალებიო… მოაქვს სადგისი, უზარმაზარი. ტუჩი გამიცია და მესმის უცნაური ხმა… რომ მოვრჩით, მითხრა, ეს პირველი პროცედურაა და აუცილებლად უნდა დაისრულოო. 20 წლის ასაკში როგორი გარეკილი მექნებოდა, ხომ ხვდებით, და დამრჩა ეს ტუჩი გაფურჩქნილი მარჯვენა მხარეს და მარცხენაზე ჩაჩუტული… არ მივსულვარ“, – გაიხსენა მომღერალმა.

ჯაზ-მომღერალი, მსახიობი და მხატვარი ნუცა შანშიაშვილი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ის თბილისში მოქანდაკე ჯემალ შანშიაშვილის და მსახიობ მზია მაღლაკელიძის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ჰქონდა პერსონალური გამოფენები სანქტ-პეტერბურგსა და პარიზში. მისი დებიუტი თეატრალურ სცენაზე შედგა მ. გორევოის სპექტაკლში Черта („ზღვარი“), რისთვისაც თეატრალური პრემია Чайка (”თოლია”) მიიღო.

თემები:
ქართველი სელებრითები (303)

მთავარი თემები