სამეგრელოში ინფიცირების 50-მდე შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 37-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი ცხრა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
COVID-19 საქართველოში – 26 აპრილის მონაცემები

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 279 პაციენტია მოთავსებული, მათგან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 168 კოვიდ-პაციენტი გადის, ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რვა პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 24 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 48 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 521-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 304.272-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0