17:11 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (669)
60 0 0

ვაქცინაციისთვის შეთავაზებული შვიდი პრეპარატიდან მოქალაქეს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის შერჩევა შეუძლია.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის სპეციალურ პორტალზე მოქალაქეების უმეტესობა Pfizer-ის პრეპარატს ირჩევს.

ამ დროისათვის პორტალზე დარეგისტრირებულია დაახლოებით 57 ათასი ადამიანი.

რეგისტრირებულთა უმეტესობა ირჩევს Pfizer-ის (54.524) პრეპარატს, შემდეგ მოდიან Moderna (26.118), AstraZeneca (10.937), Johnson&Johnson (7.467), Novavax (5.127), Sinopharm (3.015) და Sinovac Biotech Co (680).

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 19 აპრილს აამოქმედა წინასწარი რეგისტრაციის პორტალი, რომლის მეშვეობითაც არეგულირებს და მართავს ვაქცინაციის პროცესს. 

პორტალზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა და სასურველი ვაქცინის შერჩევა. რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.

შემოთავაზებული ვაქცინების სიიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეიძლება.

წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ. ამ პორტალის ამოქმედების მთავარი მიზანია მოქალაქეების ვაქცინებთან დაკავშირებული მოლოდინებისა და ინტერესების შეფასება.

წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. 

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. საქართველომ ასევე მიიღო 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა Sinopharm, თუმცა ამ პრეპარატით აცრა ჯერ არ დაწყებულა. Sinopharm-ით აცრის დაწყების სავარაუდო თარიღია 4 მაისი.

26 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 37.590 ადამიანი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (669)

მთავარი თემები