07:57 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (665)
131 0 0

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 11.226 კვლევა ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 4,03%, ბოლო 7 დღის – 4,51%.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 521-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 304.272-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 287.029 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.058), გარდაიცვალა – 4.043 (ბოლო 24 საათში – 18), კარანტინის რეჟიმშია 227, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.676 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 727 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 11.226 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3.463, PCR–ტესტით – 7.763.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 4,03%, ბოლო 7 დღის – 4,51%.

ამჟამად სულ აცრილია 38.553 პირი, ერთ დღეში აცრილია 963 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (665)

მთავარი თემები