08:07 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (303)
9267 0 0

სკანდალური მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ასეთი თამამი ჯერ არ ყოფილა. ნახეთ რის გამო გაიხადა ბეგაშვილმა.

შორენა ბეგაშვილის გადაცემა „შორენას ეფექტი“, „რუსთავი 2“-ის ნაცვლად, ტელეკომპანია „TV პირველზე“ გავა. ანონსი უკვე მზადაა და ის სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა.

ბრჭყვიალა კაბაში გამოწყობილი შორენა კამერისკენ მიდის და გზად ყველაფერს იხდის, რაც აცვია, მათ შორის, აქსესუარებსაც იძრობს.

ეს სცენა, რასაკვირველია, ყველამ იცანით „დიორის“ ცნობილი რეკლამიდან, სადაც შარლიზ თერონი ზუსტად ასე უკეთებს რეკლამას სუნამოს. ანონსის ბოლოს შორენა ბეგაშვილიც სრულიად შიშველი რჩება.

თოქ-შოუ „პროფილი“ და „შორენას ეფექტი“ „რუსთავი 2“-ზე რამდენიმე კვირის წინ დაიხურა. მალევე გახდა ცნობილი, რომ მაია ასათიანის გადაცემა ახალ სიცოცხლეს ტელეკომპანია „პირველზე“ გააგრძელებდა. ახლა კი ანონსიდან ცნობილი გახდა, რომ მაყურებელი ამავე არზე იხილავს ბეგაშვილის გადაცემას.

თემები:
ქართველი სელებრითები (303)

მთავარი თემები