08:55 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (303)
5015 0 0

ცნობილმა იუმორისტმა პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ მას მეუღლესთან შეთანხმება ჰქონდა დადებული, რომლისთვისაც მზად არ აღმოჩნდა.

იუმორისტი მიშა ანდღულაძე ეკა ჩხეიძის გადაცემა „ყვითელი ყუთის“ პირველი სტუმარი გახდა და გადაცემისთვის სკანდალური ამბებიც არ დაიშურა.

მიშამ ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ ძალიან გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთმანეთისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული, რომ სხვა ადამიანებთან სექსის უფლება მიეცათ, თუ რომელიმე ამას მოისურვებდა. თუმცა მიშამ დასძინა, რომ მან მეუღლის ღალატი ვერ გადაიტანა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ.

„როგორც კი გაჩნდა პრობლემა, რომ მოგვბეზრდა ერთმანეთი, პირველს მას გაუჩნდა ეს სურვილი და მოუნდა პარალელური ურთიერთობა. ჩვენ გვეგონა, რომ პარალელურად ოჯახის შენარჩუნება შეიძლებოდა, მაგრამ ეს არ არის ნორმალური. როცა ღალატის სურვილი გიჩნდება, უნდა დაამთავრო. ამ შეთანხმების მოტივი ის იყო, რომ ერთმანეთი არ მოგვეტყუებინა, მაგრამ არც ერთმანეთისთვის აგვეკრძალა რამე“, – გაიხსენა მსახიობმა.

მისი თქმით, როდესაც მეუღლესთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა, მიხვდა, რომ არ იყო მზად ყველაფრის მოსასმენად, რადგან მასზე ამან მძიმედ იმოქმედა და იყო პერიოდი, რომ სუიციდზეც კი ფიქრობდა.

„ყველა კაცი ვიცი აბსოლუტურად… ბევრს რას ვეძახით, არ ვიცი, მაგრამ ყველა მამაკაცი ვიცი, ვისთანაც ჩემს ყოფილ ცოლს ჰქონდა ურთიერთობა. არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. ემოციურად თუ მეკითხებით, მათი ყველას მოკვლა მინდოდა, მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა“, – აღნიშნა მსახიობმა.

იუმორისტი მსახიობი მეუღლეს გასულ წელს დაშორდა. მარი უძილაურთან მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ წყვილს 13 წლის ვაჟი - მოსე ჰყავს.

თემები:
ქართველი სელებრითები (303)

მთავარი თემები