17:50 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
74 0 0

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადამზიდავებისთვის საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ ადრე მიღებული გადაწყვეტილების მოქმედება 24 აპრილს იწურებოდა

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ COVID-19-ის ვაქცინის უსაფრთხო და სწრაფი გადაზიდვის ხელშეწყობის მიზნით NOTAM-ი 20 ივლისამდე გააგრძელა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადამზიდავებისთვის საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ ადრე მიღებული გადაწყვეტილების მოქმედება 24 აპრილს იწურებოდა.

ახალი დოკუმენტის თანახმად, 25 აპრილიდან ავიაკომპანიამ, რომელიც ახორციელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაზიდვას და აღნიშნული შეფასებულია როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებისთვის უნდა მიმართოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.

თავის მხრივ, სააგენტო გადამზიდავების გატარების მიზნით ფრენების გადამისამართებას უზრუნველყოფს.

ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც ვაქცინების რეგულარულ გადაზიდვებს ახორციელებენ, საქართველოს საჰაერო სივრცე ასევე ხელმისაწვდომი იქნება სააგენტოში მიმართვის შემთხვევაში, თითოეული ფრენისთვის ნებართვა ერთჯერადად გაიცემა.

მთავარი თემები