06:27 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
106 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 966-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 303.751-ს მიაღწია.

თბილისი, 25 აპრილი  – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 966 შემთხვევიდან ყველაზე მეტი –  567 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ იმერეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა - 117, იმერეთი - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 42, ქვემო ქართლი - 30, შიდა ქართლი - 21, მცხეთა-მთიანეთი - 17, გურია - 15, სამცხე-ჯავახეთი - 7.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 222 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 285.971-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 18 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.025-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 13.729 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია  3.582 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 1.970, აჭარაში - 422, იმერეთში - 397.

611 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 121 პირი, მათგან  თბილისში – 85, აჭარაში - 10, იმერეთში - 7. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია  717  ადამიანი, მათ შორის 407 - თბილისში, 287 - აჭარაში. 9.430 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 2.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24.396 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14.823 პირი, აჭარაში - 2.484, იმერეთში - 1.196.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 966-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 303.751-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

მთავარი თემები