18:03 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
85 0 0

ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების და ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა. 

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 4 სამხედრო მოსამსახურე დაკრძალეს, იუწყება „პირველი არხი“.

ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების და ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა. 

დღესვე სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი პირადად გამოუცხადეს მთავრობის წევრებმა, დეპუტატებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების შედეგად 1990-იან წლებში უგზო-უკვლოდ 2,2 ათასზე მეტი ადამიანი დაიკარგა.

თბილისის ძმათა სასაფლაოზე ოთხი სამხედრო დაკრძალეს, დანარჩენების ნეშტები ოჯახებმა გადაასვენეს, რათა თავიანთი ნათესავები ოჯახურ სასაფლაოებზე დაკრძალონ.

2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის წყალობით ნაპოვნია აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 563 ადამიანის ნეშტი, საიდანაც 200-ზე მეტი იდენტიფიცირებულია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი გრძელდება.

მთავარი თემები