„ბოლომდე უნდა გაიხარჯოს“: AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ პარტიას ვადა გასდის

© REUTERS / THILO SCHMUELGENვაქცინა AstraZeneca
ვაქცინა AstraZeneca - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
გამოწერა
AstraZeneca-ს ვაქცინაზე დიდი ალბათობით ასაკობრივი ზღვარი დაიწევს, ხოლო 18 წლის ზემოთ მოქალაქეებში გამოყენებული იქნება ამერიკული Pfizer-ი და ჩინური Sinopharm-ი, განაცხადა ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის ახალ პარტიას 30 აპრილს ელოდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა რომ AstraZeneca პირველ პარტიას 31 მაისს გასდის ვადა, თუმცა მასზე მოთხოვნა არსებობს.

„პირველ პარტიას გავხარჯავთ მაისის განმავლობაში. 30 აპრილს ველოდებით AstraZeneca-ს მეორე პარტიას და შემდეგ მაისის შუა რიცხვებში მესამე პარტიას, რომელიც გამოყენებული იქნება იმ ადამიანების მეორე დოზით ასაცრელად, ვინც პირველი დოზა გაიკეთა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

კორონავირუსის ეპიდემია-გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად არ გამოვლენილა არც ერთი შემთხვევა

მისი თქმით, ახლა ყველა ერთად უნდა შეეცადოს, რომ ამ პრეპარატის პირველი დოზები არ დარჩეს გამოუყენებელი.

ამ მომენტისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინები.

AstraZeneca-ს პრეპარატით დღეს ძირითადად 55 წელს ზემოთ მოქალაქეები იცრებიან. ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ამ ასაკობრივმა ზღვარმა დაიწიოს.

„ბევრ ევროპულ ქვეყანაში AstraZeneca-ზე უკვე 30 წელს ზევით იწყება აცრა. დარწმუნებული ვარ იმუნიზაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას AstraZeneca-ზე ასაკობრივი ზღვარის დაწევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, საქართველოს ჩინური Sinopharm-ის 100 ათასამდე დოზა აქვს, თუმცა ამ პრეპარატით ქვეყანაში აცრები ჯერ არ დაწყებულა. რეგისტრაცია ჩინურ ვაქცინაზე 27 აპრილიდან დაიწყება, ხოლო აცრის ჩატარებას მოქალაქეები 4 მაისიდან შეძლებენ.

„ამერიკული Pfizer-ი და ჩინური Sinopharm-ი კი გამოყენებული იქნება 18 წლის ზემოთ მოქალაქეებში“, - აღნიშნა გამყრელიძემ. 
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესანახად მაცივრები მიიღო

საქართველომ Pfizer–ის ვაქცინის პირველი პარტია (დაახლოებით 30 ათასი დოზა) 25 მარტს მიიღო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეს ყველაზე სასურველი ვაქცინაა საქართველოს მოსახლეობაში.

Pfizer–ის პრეპარატით საქართველოში უკვე აიცრა 14 ათასი ადამიანი. ქვეყანა განაგრძობს მოლაპარაკებებს დამატებითი დოზების მისაღებად. წინასწარი ინფორმაციით, ეს 1 მლნ დოზაა.

ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე აიცრნენ ექიმები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. შემდეგ მათ დაემატნენ 65 წელს გადაცილებული, მალევე 55 წელს გადაცილებული მოქალაქეები, ასევე დიალიზზე დამოკიდებული და ორგანოგადანერგილი პირები.

ამჟამად საქართველოში 36. 056 ადამიანია აცრილი.

ყველა ახალი ამბავი
0